მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სინოდის სხდომა
21.11.2016
1 / 4


19 ნოემბერს საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სინოდის სხდომა გაიმართა.

 სხდომას ესწრებოდნენ: სინოდის წევრები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, გერმანიის საელჩოს ატაშე ქრისტოფერ ფრონცეკი, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის დელეგაცია გერმანიიდან ასევე  საქართველოს სომეხთა სამოციქულო მართმადიდებელი ეკლესიისა და ბაპტისტური ეკლესიის სასულიერო პირები.

  სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი განიხილეს, მათ შორის  ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსობის ახალი კანდიდატის მარკუს შოხის (ლატვია) წარდგენა, განხილვა და არჩევა.

ახალი ეპისკოპოსის არჩევის შემდეგ  ზაზა ვაშაყმაძე სიტყვით წარსდგა, შეკრებილ საზოგადოებას მიულოცა ეპისკოპოსის არჩევა, წარმატება უსურვა მას ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, გამოთქვა სურვილი ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობის ტრადიციის გაგრძელების შესახებ და მადლობა გადაუხადა ჰანს იოაჰან კიდერლენს წლების განმავლობაში საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ხელმძღვანელობისათვის.

 სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მზადაა გამართოს სამუშაო შეხვედრები, გერმანიის საელჩოსა და ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასთან, საქართველოში გერმანელთა დამკვიდრების 200 წლისთავისათვის დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით.






View Larger Map