დღეს, აღდგომიდან მეორმოცე დღეს, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას აღნიშნავს. ქრისტიანული სწავლებით, მაცხოვარი აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა თავის მოწაფეებს და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა, 40 დღის შემდეგ კი უკანასკნელად გამოეცხადა მათ, მოუწოდა, ექადაგათ სახარება და მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მაცხოვრის ამაღლებას ულოცავს საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიასა და მის მრევლს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
