მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ევანგელური ალიანსისა და სახარების რწმენის ეკლესიის საზეიმო კონფერენცია გაიხსნა
17.11.2022
1 / 4


16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიამ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა. გუშინვე გაიხსნა ევანგელური ალიანსისა და საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის მიერ ორგანიზებული საზეიმო კონფერენცია, რომლის მიზანი ქრისტიანული ღირებულებების და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.

ოლიმპიურ მცირე დარბაზში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, ხელისუფლების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები, მათ შორის, მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მისიონერი, რეჟისორი და დოკუმენტალისტი, თეოლოგიის დოქტორი, დევიდ გორდონ ჰეთევეი. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აშშ-ს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვეტერანი ქრისტიანი ვარსკვლავების გამოსვლა.

მოწვეულ სტუმრებს მიესალმა რელიგიის საკიტხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა გამართულ ღონისძიებას და ხაზი გაუსვა სახელმწიფოსა და ეკლესიის თანამშრომლობას, რომლის დემონსტრირებასაც წარმოადგენს საზეიმო კონფერენცია და ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ამგვარი ფორმატით აღნიშვნა.

საზეიმო კონფერენცია მუშაობას 18 ნოემბერს დაასრულებს.






View Larger Map