მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ეზიდები აიდა სარსალეს ზეიმობენ
19.04.2017
1 / 4


აიდა სარსალე - ეზიდური რელიგიური კალენდრის თანახმად არის ახალი წლის დღესასწაული, რომელსაც სხვანაირად ახალი წლის წმინდა ოთხშაბათის დღესასწაულს უწოდებენ. აიდა სარსალე უძველესი დღესასწაულია და სათავეს შუამდინარეთის კულტებიდან იღებს. ეს აყვავების, ცხოვრების განახლების ზეიმია. ეზიდებს სწამთ, რომ ამ დღეს მთავარანგელოზი ტაუსი მალაკი დაეშვება ზეციდან და აკურთხებს მიწას, ხოლო ყოველ ოჯახში, სამყაროს მრავალფეროვნების ნიშნად, სხვა და სხვა ფერად იღებება კვერცხი.       

დღესასწაულთან დაკავშირებით გუშინ თბილისის ეზიდურ ტაძარში ჩატარდა სადღესასწაულო მსახურება, რომელშიც მრავალმა მორწმუნე ეზიდმა მიიღო მონაწილეობა. ტაძარში მსახურებას ასევე დაესწრო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რომელმაც საქართველოს მთავრობის სახელით ყველა ეზიდს მიულოცა აიდა სარსალეს დღესასწაული.       






View Larger Map