მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ეზიდები თბილისის ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავენ
12.06.2022
1 / 6


საქართველოს ეზიდთა თემი დღეს „ტავაფა ეზიდს“- თბილისის ეზიდთა ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესვე აღინიშნება საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს დაარსების 10 წლის იუბილე.

ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა რელიგიის სასულიერო ლიდერები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტაძრის დღესასწაული სასულიერო რიტუალით დაიწყო და ტრადიციულად, ტაძრის სახურავზე დროშის შეცვლით დასრულდა.

სიტყვით გამოსვლისას, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ეზიდ მრევლს მიულოცა ტაძრის დღესასწაული, საქართველოში  ეზიდთა სასულიერო საბჭოს დაარსების 10 წლის იუბილე და ხაზი გაუსვა იმ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს, ქართველებსა და ეზიდებს რომ აკავშირებთ. მან, ასევე, ისაუბრა ეზიდური ტაძრის მნიშვნელობაზე - დღეს თბილისის ეზიდური ტაძარი არის აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მნიშვნელოვანი ტაძარი, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან მომლოცველები ჩამოდიან.

ღონიძიებას ესწრებოდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი, ზვიად ტყაბლაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი, სანდრო შეყილაძე და ლოჯისტიკის მენეჯერი, ლაშა მჭედლიძე.

 






View Larger Map