დღეს ეზიდები „აიდა სარსალეს” დღესასწაულობენ, რაც მათი რელიგიური კალენდრის მიხედვით, ახალი წლის დადგომას ნიშნავს და ყოველწლიურად აპრილის თვეში აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეები ფერადი კვერცხებით და მინდვრის ყვავილებით ხვდებიან. კვერცხი, როგორც სიცოცხლის სიმბოლო, ახალ სიცოცხლეს, ახალ სამყაროს უკავშირდება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ეზიდ თემს დღესასწაულს და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
