მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ეზიდი თემი თბილისის ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავს
10.06.2018
1 / 8


დღეს საქართველოს ეზიდებმა თბილისის ეზიდური ტაძრის დღესასწაულს - „ტავაფა ეზიდის“  აღნიშნეს. საზეიმო ღონისძებას ესწრებოდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლები, საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ეზიდი თემის წევრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

ღონისძიებაზე ზაზა ვაშაყმაძემ შეკრებილ მრევლსა და სტუმრებს დღესასწაული მიულოცა, მან ისაუბრა თბილისის ეზიდური ტაძრის - „ზიარატა ეზიდის“ რეგიონულ მნიშვნელობაზე, მისი განცხადებით - საქართველოს სახელმწიფო  გვერდში უდგას საქართველოს ეზიდ თემს და ის ფაქტი, რომ  ეზიდი თემი იურიდული სტატუსით თავისუფლად  ჩვენს ქვეყანაში და ეზიდური ტაძარი პოტ-საბჭოთა ქვეყნების ტერიტორიაზე მხოლოდ საქართველოშია ამის ნათელი გამოხატულებაა.






View Larger Map