მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ეზიდი თემი ზამთრის ორმოცდღიანი მარხვის დასრულებას ზეიმობს
02.02.2017
1 / 1


დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ეზიდები ზამთრის ორმოცდღიანი მარხვის დასრულებას, ჩლე ზევესტანეს ზეიმობენ. მარხვას ეზიდი ბერები ლოცვასა და ღვთის თაყვანისცემაში ატარებენ, რათა ღმერთი ადამიანებს ზამთრის ორმოცი, ყველაზე მკაცრი დღის გადატანაში დაეხმაროს და ისინი კეთილდღეობითა და მშვიდობით დაჯილდოვდნენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ეზიდებს, განსაკუთრებით საქართველოში მცხოვრებ ეზიდ მოსახლეობას დღესასწაულს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.






View Larger Map