მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ეზიდთა ტაძარში ღვთისმსახურება გაიმართა
18.12.2017
1 / 9


თბილისის ეზიდთა ტაძარში,  „აიდა ეზიდ“ -ის დღესასწაულისადმი მიძღვნილი  მსახურება ჩატარდა, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მსახურების დასრულების შემდგომ სტუმრებმა ტაძართან არსებულ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც გაიმართა ეზიდთა სასულიერო საბჭოს ოფიციალური ვებ-საიტის პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ ეზიდი თემისათვის ეს პირველი ოფიციალური ვებ-გვერდია, რომელიც ოთხ ენაზე მუშაობს.

პრეზენტაციის დასრულების შემდგომ, ზაზა ვაშაყმაძემ სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას, მან ეზიდ თემს მიულოცა „აიდა ეზიდ“-ის დღესასწაული და ახალი ვებ-საიტის შექმნა.

პრეზენტაციაზე ეზიდთა სასულიერო საბჭომ დააწესა ჯილდო „ამაკდარი“, რომელიც წელიწადში ერთხელ გადაეცემა დამსახურებულ ადამიანებს.

წელს წოდება „ამაკდარი“ მიენიჭა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძეს, ქართულ-ეზიდური ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის.






View Larger Map