მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის შეხვედრა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან
03.10.2016
1 / 3


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა შეხვედრა ამერიკის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიის ოფიცერთან  ქეთრინ ქოსმანთან  და საქართველოში ამერიკის ელჩის  ახლად დანიშნულ მრჩეველთან  რაიან კოენიგთან.

            სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს გააცნო სახელმწიფოს  რელიგიური  პოლიტიკა,  ადამიანის უფლებებისა  და რელიგიური თავისუფლების  დაცვის მიმართულებით ჩვენს   ქვეყანაში არსებული ვითარება და  ამ სფეროში საქართველოს მთავრობის  მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.  კერძოდ, ისაუბრა   რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა  და კონფესიების ქონებრივი  მდგომარეობისა და  ფინანსური  ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ. ზაზა ვაშაყმაძე ასევე შეეხო   სააგენტოს  ორი  წლის საქმიანობას  და  იმ ერთობლივ  გადაწყვეტილებებს, რომლებიც  ამ უწყებამ  რელიგიურ ორგანიზაციებთან ერთად  მიიღო. თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა,  ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ  მომზადებული ყოველწლიური  ანგარიშების ინფორმაციულ  მნიშვნელობას და  ჩვენს ქვეყანაში რეალურად არსებული  ვითარების  ასახვის აუცილებლობას.  

            დასასრულ, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს გადასცა 2014-15 წლების სააგენტოს ანგარიში, ინტერრელიგიური კალენდარი  და რელიგიურ ორგანიზაციებთან ერთობლივად მიღებული დეკლარაცია: „ქალი მშვიდობის დესპანი“  და „ინტერრელიგიური დიალოგი  მშვიდობისათვის.“ 






View Larger Map