მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ფუად მურადოვის ვიზიტი რელიგიის სააგენტოში
14.06.2018
1 / 6


2018 წლის 14 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, ფუად მურადოვსა და მის თანხმლებ პირებს შეხვდნენ. 

            რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო საქართველოს რელიგიური პოლიტიკა, ისაუბრა კონფესიების ქონებრივი  მდგომარეობისა და სახელმწიფოს მხრიდან მათი ფინანსური  ხელშეწყობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში არსებულ რელიგიურ მრავალფეროვნებასა და კონფესიათა მშვიდობიან თანაარსებობას,  რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა  და აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის საკითხებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა მუსლიმი თემისთვის გადაცემულ მეჩეთებზე და იმ კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობაზე, რაც აზერბაიჯანელი ეროვნების მოსახლეობის დასახმარებლად ხორციელდება. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანელ მოსახლეობას საშუალება აქვს მშობლიურ ენაზე მიიღოს განათლება, ტელეეთერითა და პრესით - ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, ფუნქციონირებს თეატრი, აზერბაიჯანული ანსამბლები და სხვა.

            სტუმარმა მადლიერება გამოთქვა და განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ სააგენტოს მცირეხნიანი ფუნქციონირების მიუხედავად, ბევრის გაკეთება მოხერხდა და გამოთქვა იმედი, რომ ურთიერთობები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ანალოგიურ სამსახურთან კიდევ უფრო მჭიდრო და მრავალმხრივი გახდება. დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ აგრეთვე, აღნიშნა, რომ საქართველოში ყველა კონფესიისთვის შესანიშნავი პირობებია შექმნილი და მასპინძელ მხარეს გაუზიარა რელიგიის კანონზე მუშაობის გამოცდილება. ფუად მურადოვმა განსაკუთრებული პატივისცემით აღნიშნა, რომ საქართველოში მისი ვიზიტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მეორესთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრის დასასრულს,  ბატონმა მურადოვმა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე აზერბაიჯანში მიიწვია.

            რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა სტუმარს მოწვევისათვის და გამოთქვა იმედი, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ჩაერთვება იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელიც საინგილოში მცხოვრებ ქართველებს აწუხებთ.






View Larger Map