2019 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) აღნიშნავს ბავშვის უფლებების კონვენციის 30-ე წლისთავს, იუბილეს არაერთი ღონისძიება მიეძღვნა. დღეს კი 19 დეკემბერს, გაიმართა საქართველოს მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის შეხვედრა, რომელზეც 2019 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების ეტაპები და შედეგები განიხილეს, მათ შორის - უნისეფისა და რელიგიის სააგენტოს მიერ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. უკვე წელს, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელი სასულიერო პირებისათვის ჩატარდა ტრეინინგები, ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. ეს პროექტი, როგორც 2020 წლის სამუშაო გეგმების ერთ-ერთი პრიორიტეტი შემდეგ წელსაც გაგრძელდება.
პრეზენტაციაზე, ასევე, წარდგენილი იყო 2020 წლის სამოქმედო პროგრამის მოსალოდნელი შედეგები, მიღწევები, გამოწვევები და პრიორიტეტები. 2020 წლის ივნისში საქართველოში ამოქმედდება ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი’, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ერთობლივი პროექტის წარმატებას.