მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
გამოფენა ქართულ-ებრაულ მუზეუმში
20.01.2017
1 / 4


18 იანვარს დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა  და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმს, საქართველოში ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი ეწვია და გახსნა გამოფენა - „ლიტველი ებრაელები რკინის ფარდის მიღმა“.  ჩამოტანილი ექსპონატები ასახავს ებრაელთა მდგომარეობას მეორე მსოფლიო ომისა და საბჭოთა პერიოდის ლიტვაში.

     გამოფენას ესწრებოდნენ:  ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაფთაი ცური, დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.  გიედრიუს პუოჯუნასმა დამსწრეთ  მოუთხრო ებრაელთა იმჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ლიტვაში. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, რომ მისთვის საამაყოა წარმოადგენდეს ქვეყანას სადაც ებრაელთა მიმართ მთელი ჩვენი ხანგძლივი ურთიერთობის მანძილზე, მათ შორის არც საბჭოთა პერიოდში დისკრიმინაციულ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.






View Larger Map