მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
განცხადება ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში დღეს განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით
22.10.2014
1 / 1


 


რელიგიის საკითხთა  სახელმწიფო სააგენტო გამოთქვამს  წუხილს ადიგენის რაიონის  სოფელ მოხეში  დღეს  განვითარებული  მოვლენების გამო.
აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ შემდეგი: 
ადიგენის რაიონის სოფელ მოხის  მუსლიმურ თემს ამ   პრობლემასთან დაკავშირებით  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსათვის ოფიციალურად  არ მოუმართავს. სააგენტოში  შემოვიდა მხოლოდ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი შესაბამისი რეკომენდაციის  გაცემის თაობაზე. საკითხის  მნიშვნელობიდან გამომდინარე, სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია    მისი   უფრო ღრმად შესწავლა, რისთვისაც   მოითხოვა  დამატებითი ინფორმაცია   მუნიციპალიტეტისაგან.  
სააგენტოს პოზიციაა, რომ სახელმწიფოში თანაბრად უნდა იყოს დაცული ყველა რელიგიური  გაერთიანების ინტერესი. რადგან  აღნიშნული ძეგლის  წარმომავლობა და კუთვნილება   გახდა  დავის საგანი ადგილობრივ ქრისტიანულ და მუსლიმ მოსახლეობას შორის, საკითხი მოითხოვს   სიღრმისეულ   კვლევასა  და შესაბამისად ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებას.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს   მიაჩნია, რომ  პრობლემა  უნდა მოგვარდეს   კონსენსუსის საფუძველზე,   ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით და  მოუწოდებს საზოგადოებას  შეინარჩუნონ სიმშვიდე და კეთილგონიერება,  რათა  პროცესების ესკალაციამ არ   დააზიანოს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები. 






View Larger Map