რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თბილისის ჯუმა მეჩეთს ესტუმრა და ყადირის ღამესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი, შეიხის მოწვევით ჩამოსული სტუმრები: ირანის საელჩოს კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი მოჟდაბა ქამრანფარდი, ალ მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი დავუდ ზაარი და შიიტი სტუმრები.
ჯუმა მეჩეთში სტუმრების საპატივცემულოდ ირანელ ბავშვთა გუნდმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. ზაზა ვაშაყმაძემ სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა სტუმრებს და შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 