მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
გილოცავთ ნინოობას!
01.06.2015
1 / 1


1 ივნისი ნინოობა დღეს სრულიად საქართველო თავისი განმანათლებლის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. წმიდა ნინოს ხსენება ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უდიდესი დღესასწაულია, სწორედ ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი გახდა ქართველთათვის ქრისტიანული რწმენის დამკვიდრების სიმბოლო. ნინოს ჯვარს მოჰყვა ქრისტიანული სარწმუნოების დამკვიდრება და მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რამაც უდიდესი გარდატეხა შეიტანა ქართულ კულტურასა და სააზროვნო სივრცეში. საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გილოცავთ ქართველი ერის გამორჩეულ დღესასწაულს და აყვავებასა და გამთლიანებას უსურვებს სრულიად საქართველოს.






View Larger Map