მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
გილოცავთ წმინდა რამაზანის მთვარის დადგომას
24.06.2015
1 / 5


ბატონებო და ქალბატონებო!

გილოცავთ წმინდა რამაზანის მთვარის დადგომას, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ნებისყოფასა და გამძლეობას. დაე, ამ თქვენთვის ძვირფასი თვის მადლით ყველა მორწმუნის გულში დაისადგუროს სიკეთემ, ყველა ოჯახი აღვსილიყოს ხვავითა და ბარაქით, მთელს მსოფლიოში განმტკიცდეს მშვიდობა. დიადმა ღმერთმა მოგცეთ მოთმინება და მიიღოს თითოეული თქვენგანის მარხვა, ლოცვა-ვედრება და მშვიდობით მოგასწროთ რამაზან-ბაირამს. ეს თვე სხვა თვეებისაგან გამორჩეულია იმით, რომ ყურანი ამ ძვირფას თვეში მოევლინა შუამავალს და მის თანამიმდევრებს. ამ თვის 27-ე ღამე კი ნატვრის ასრულების ღამედაა ცნობილი.

მინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ ბათუმში იფთარის  დღესასწაულზე ყოფნისას იქ გახლდათ აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, მუსლიმთა შეიხი და მათი თანმხლები პირები. დღეს კი ასევე თანმხლებ პირებთან ერთად აქ გახლავთ  დასავლეთ საქართველოს მუფტი. დიახ, საქართველოში შიიტები და სუნიტები ერთმანეთს ულოცავენ დიდ მუსლიმურ დღესასწაულს. მე მიხარია მათი ერთიანობა, რომელიც  საქართველოს, ქართული სახელმწიფოს  ერთიანობაცაა.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაბედნიეროთ ჩვენს საერთო სამშობლოში!






View Larger Map