რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ინტერ-რელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის II კონფერენციის მასალები წიგნის სახით გამოსცა.
მოცემულ კრებულში კონფერენციის - რელიგიური ტოლერანტობა საქართველოში - მასალებია წარმოდგენილი. თითოეული მოხსენება შეიცავს რეკომენდაციებსა და რჩევებს, როგორ გავხადოთ ჩვენი გარემო კიდევ უფრო ტოლერანტული და კეთილგანწყობილი სხვა რელიგიებისა და ეთნოსების მიმართ. ვფიქრობთ, კრებული კარგი საჩუქარი იქნება როგორც სპეციალისტთათვის, ისე რელიგიის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთათვის.
კონფერენცია „ინტერ-რელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით 2017 წლის 15 ნოემბერს მეორედ გაიმართა, რომელშიც საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
