მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ინტერრელიგიური კალენდარი
10.01.2019
1 / 1


რელიგიის სააგენტო მეხუთე წელია, ინტერ-რელიგიურ კალენდარს გამოსცემს, დაიბეჭდა კედლისა და სამაგიდო კალენდრები, რომლებშიც, ერთი კალენდრის ფორმატში თავმოყრილია სხვადასხვა რელიგიური თემების დღესასწაულები. უკვე მეორედ, გამოიცა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერ-რელიგიური კალენდარი, რომლის მიზანი უნარშეზღუდულ ადამიანთა მიმართ საზოგადოების მგრძნობელობის ამაღლება და შშმ პირთა საზოგადოებაში მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობაა.          

პროექტის მიზანია განსხვავებულ რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთცნობადობის ამაღლება და ინტერ-რელიგიური კულტურის განვითარების ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ კალენდარი ვრცელდება არა მხოლოდ რელიგიურ თემებში, არამედ პრაქტიკულად, ყველა საჯარო უწყებაში, რაც ხელს უწყობს საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებას რელიგიური მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მიმართულებით.






View Larger Map