მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ინტერრელიგიური კალენდარი
09.01.2026
1 / 1


გამოიცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2026 წლის ინტერრელიგიური კალენდარი, სადაც ტრადიციულად ერთი კალენდრის ფორმატში თავმოყრილია საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური თემების დღესასწაულები. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ კალენდარში დაიბეჭდა საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურის ძეგლების ფოტოები.

რელიგიის სააგენტომ ასევე გამოსცა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერ-რელიგიური კალენდარი, რომლის მიზანი უნარშეზღუდულ ადამიანთა მიმართ საზოგადოების მგრძნობელობის ამაღლება და შშმ პირთა საზოგადოებაში მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობაა.          

პროექტის მიზანია განსხვავებულ რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთცნობადობის ამაღლება და ინტერ-რელიგიური კულტურის განვითარების ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ კალენდარი ვრცელდება არა მხოლოდ რელიგიურ თემებში, არამედ პრაქტიკულად, ყველა საჯარო უწყებაში, რაც ხელს უწყობს საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებას რელიგიური მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მიმართულებით.






View Larger Map