რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ახალ წელს ინტერრელიგიური კალენდრის განახლებული ფორმატით შეხვდა. წელს, პირველად, კალენდრის ყოველი თვე, სხვადასხვა კონფესიის საკულტო ნაგებობების ფოტოებით გაფორმდა.
ახალ კალენდარში წარმოდგენილია მართლმადიდებლური, მათ შორის - ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული ტაძრები, კათოლიკური, ბაპტისტური, პროტესტანტული, ლუთერული, სომხური, სახარების რწმენის ეკლესიათა რელიგიური ნაგებობები, იუდაური სინაგოგა, მუსლიმური მეჩეთი და იეზიდთა სალოცავი სახლი.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
