მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილმა მუსლიმებს ყურბან ბაირამი მიულოცა
11.07.2022
1 / 7


დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის ჯუმა მეჩეთში შეკრებილ სასულიერო პირებსა და მრევლს, ისლამური ქვეყნების ელჩებს ყურბან ბაირამი მიულოცა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალწლიან ტრადიციას საქართველოში. მისი თქმით, საქართველოს მუსლიმ თემს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის აღმშენებლობასა და განვითარებაში.

თბილისის ჯუმა მეჩეთში ღონისძიებას სასულიერო პირები, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, დასავლეთ საქართველოს მუფთი, ადამ შანთაძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი, ეტიბარ ემინოვი, დიპლომატები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ესწრებოდნენ.

სრულიად მუსლიმური სამყარო დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან,  მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს - ყურბან ბაირამს (იდ ალ-ადჰა) ზეიმობს.

 

 






View Larger Map