მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ირანის დელეგაციის ვიზიტი რელიგიის სააგენტოში
30.10.2017
1 / 5


            2017 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს თავმჯდომარემ ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდა ირანის ელჩი კავამ შაჰიდი, ისლამური კულტურის ორგანიზაციის წარმომადგენლები - მანსურ თაჰმასები და ჯელალი ჰეიდარი,  ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი დავუდ ზაარი, სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი  და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი ოქტაი ისაევი და.

            ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს გააცნო ჩვენს ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების კუთხით მიმდინარე პროცესები და სახელმწიფოს, კერძოდ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს აქტივობა ამ თვალსაზრისით;  სახელმწიფოს მხრიდან რელიგიის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები, კერძოდ, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის მექანიზმი; რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობა ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატში, რომელიც უზრუნველყოფს რელიგიათა შორის და ასევე, რელიგიათა და სახელმწიფოს შორის დიალოგს, მით უფრო, რომ საქართველოში არსებული ისლამის  მოდელი უნიკალურია - მუსლიმი თემი ეთნიკურად მრავალფეროვანია, სუნიტური  და შიიტური ნაწილები კი ჰარმონიულად თანაცხოვრობენ, რაც, სააგენტოს თავმჯდომარის თქმით. მსოფლიო რელიგიური დაპირისპირებებისა და კონფლიქტების ფონზე, საქართველოს სახელმწიფოს მონაპოვარია. ირანის ელჩმა სააგენტოს საქმიანობა დადებითად შეაფასა და დასძინა, რომ ის ირანში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

            შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების საკითხიც: „ ბოლო წლების განმავლობაში, ირანელი ტურისტების რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა, ეს არის თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ ვითარდება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა“- აღნიშნა ირანის ისლამური სახელმწიფოს ელჩმა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ისლამური რელიგიური სასწავლებლის გახნის საკითხზეც, ალ-მუსტაფას წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს საქართველოში უნივერსიტეტის ბაზაზე დააფუძნონ სასწავლებელი, რომელიც სახელმწიფოს მიერ იქნება აღიარებული. შიიტური სასწავლო მოდელის უკეთ გაცნობის მიზნით კი დაიგეგმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი ირანში.

            შეხვედრის ბოლოს ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს საჩუქრად ქართულ ენაზე ნათარგმნი ყურანი და ბიბლია გადასცა.






View Larger Map