16-17 სექტემბერს იუდეველები როშ-ჰაშანას, ებრაულ ახალ წელიწადს ზეიმობენ. როშ -ჰაშანა ებრაელთათვის გასულ წელზე სულიერი ანგარიშის პერიოდია, რომლის დროსაც ყოველი ებრაელი ინანიებს საკუთარ შეცდომებსა და ცოდვებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ებრაულ თემს როშ-ჰაშანას, ახალი წლის დღესასწაულს და ბედნიერ, ნაყოფიერ და მშვიდობიან წელს უსურვებს მათ.