18-26 დეკემბერს იუდეველები ხანუქას, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს ზეიმობენ ელინელთაგან შეურაცხყოფილი ტაძრის განახლების (ძვ. წ. II ს.) გასახსენებლად და იმ სასწაულის აღსანიშნად, როცა ტაძარში აღმოჩენილი ერთი დღის სამყოფი წმინდა ზეთი რვა დღის განმავლობაში ენთო. შესაბამისად, დღესასწაული 8 დღეს გრძელდება და სასანთლეზე (მენორაზე) თითო სანთელი ინთება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა ებრაელს, საქართველოს იუდეურ თემს დღესასწაულს, კეთილდღეობას, სიკეთეს და მშვიდობას უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
