დღეს კათოლიკური ეკლესია მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს. საშობაო ღვთისმსახურებას თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ ეკლესიაში ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.
საზეიმო წირვამდე გაიმართა ორღანის კურთხევა და საზეიმო კონცერტი.
ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, საქართველოს მთავრობის სახელით, შობა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა, მშვიდობა, სტაბილურობა და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ.
საზეიმო მსახურებას დაესწრნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი ალექსანდრე შეყილაძე.