დღეს კათოლიკე ქრისტიანები თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ხარებას აღნიშნავენ. ამ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გაბრიელ მთავარანგელოზმა ღვთის ძისა და მესიის, იესო ქრისტეს დაბადება ახარა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს კათოლიკე ქრისტიანებს ხარების საუფლო დღესასწაულს, სიხარულსა და მშვიდობას უსურვებს მათ.