მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
კათოლიკური სამყარო აღდგომას აღნიშნავს
03.04.2021
1 / 7


დღეს კათოლიკური სამყარო უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას,  სიცოცხლის, იმედის, ცოდვათა დამარცხებისა და სულიერი ამაღლების დღეს ზეიმობს. წლევანდელი აღდგომაც, სამწუხაროდ, პანდემიის პირობებში აღინიშნება, თავად რომის პაპიც სააღდგომო მიმართვას წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე წარმოსთქვამს. თუმცა, ეს მაინც ვერ ანელებს ქრისტეს აღდგომით მოგვრილ სიხარულს - სწორედ ამგვარი განწყობა იყო თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში, სადაც  სააღდგომო ლიტურგიას  ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, კათოლიკური ეკლესიის სასულიერო დასსა და შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის თანამშრომელმა, ზვიად ტყაბლაძემ. ლიტურგიას ესწრებოდა სააგენტოს წარმომადგენელი სოსო ფარულავა






View Larger Map