დღეს კათოლიკური სამყარო მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. სახარება გვაუწყებს, რომ ბრწყინვალე აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალი უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს, მოუწოდა სულიწმიდის მოფენამდე დარჩენილიყვნენ იერუსალიმში, შემდეგ კი წასულიყვნენ და ყველასთვის ექადაგათ სახარება მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით. ამ სიტყვების მერე ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცაში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს კათოლიკე ქრისტიანებს დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
