1 ნოემბერს კათოლიკური სამყარო ყველა წმინდანის დღეს ზეიმობს. დღევანდელი დღე ეძღვნება კათოლიკური ეკლესიის ყველა წმინდანს, რომლებმაც მიაღწიეს ცათა სასუფეველს. დღესასწაულთან დაკავშირებით მსოფლიოს კათოლიკურ ეკლესიებში აღევლინება საზეიმო მესა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა კათოლიკესა და საქართველოს კათოლიკურ ეკლესიას დღესასწაულს, მშვიდობასა და სიკეთეს უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
