მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
კონფერენცია - რელიგიათაშორისი დიალოგი
25.04.2018
1 / 2


2018 წლის 25 აპრილს  სასტუმრო“ თბილისი მერიოტში“  გაიმართა კონფერენცია

„რელიგიათაშორისი დიალოგი ქალთა ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების პრევენციის შესახებ“

            კონფერენცია გაიმართა გენდერული თანასწორობის ,ქალთა  მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე  მომუშავე უწყებათაშორის  კომისიის, კავშირი „21-ე  საუკუნე“ და  UNFPA პარტნიორობით.

            კონფერენციაზე წარმოადგინეს ახლად ჩატარებული კვლევების  მონაცემები ქალთა მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების საკითხებზე.

            კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში არსებული  სხვადასხვა რელიგი ების,  ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

            კონფერენციაში მონაწილებდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჭავჭავაძე, ამავე სამსახურის ანალიტიკოსი  ლელა ფირალიშვილი, რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინატორი სერგო ფარულავა და სამსახურის თანამშრომელი ნინო ამაშუკელი.

            ნინო ჭავაჭავაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო 2015 წლის  7 მარტს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით  შექმნილი და ხელმოწერილი  საქართველოს რელიგიურ გაერთიანებათა ერთობლივი დეკლარაცია - “ქალი-მშვიდობის დესპანი“.   ხაზიგასმით აღინიშნა  სააგენტოს პოზიციას  ქალთა უფლებების დაცვის, მათ მიმართ განხორციელებული  ძალადობის  აღმოსაფხვრელად  აღმასრულებელი და საკანონმდებლო  ხელისუფლების, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების ,საზოგადოების ფართო ფენების ერთიანი ძალისხმევის აუცილებლობას, ასევე, ინტერრელიგიური  დიალოგის   აუცილებლობას  ქალთა მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრის საქმეში.






View Larger Map