მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
კონფერენცია - „თანამედროვეობა და ისლამი“
21.04.2017
1 / 4


ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტ პალასში“, გაიმართა პირველი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვეობა და ისლამი“. ღონისძიებას საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი, ბაქოს ცენტრალური მეჩეთის წინამძღოლი ილგარ იბრაჰიმოღლი, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

            კონფერენციის თემატიკა მიზნად ისახავდა თანამედროვე საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას, ისლამის სწორი ინტერპრეტირების ხელშეწყობას, მუსლიმანთა მეცნიერული საზოგადოების მეტ ჩართულობას და მსოფლმხედველობის არელის გაზრდას, ისლამისა და მუსლიმი თემის მდგომარეობის ანალიზს საქართველოსა და მსოფლიოში.

             გამომსვლელები სიტყვით გამოსვლისას შეეხნენ რიგ საკითხებს, მათ შორის - ისლამის გლობალურ მდგომარეობას, მუსლიმ ქალთა უფლებების საკითხს, ისლამს და მუსლიმებს  XXI საუკუნეში, ახლად აღმოცენებულ რადიკალურ ორგანიზაციებსა და მათ მდგომარეობას ტრადიციულ ისლამთან მიმართებით; ასევე, რელიგიის პოლიტიკური თვალსაზრისით გამოყენებას და მისი შედეგებით გამოწვეულ პრობლემებს.

            არჩილ მეტრეველმა ისაუბრა საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახე და ხაზი გაუსვა საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს უნიკალურ პოზიტიურ ურთიერთობას. მისი განცხადებით, დამოკიდებულება, რომელსაც სახელმწიფო რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებით ახორციელებს, უამრავი საკითხის მოგვარებასა და სამუშაო რეჟიმში გადატანას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ ,ხელს უწყობს ამა თუ იმ კონფესიის სწორ განვითარებასა და თავისუფლებას.






View Larger Map