ქრისტეშობა იზეიმეს დღეს საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წარმომადგენლებმა. ევანგელურ-ლუთერულ შერიგების ეკლესიაში საშობაო ლიტურგიას ეპისკოპოსი, მარკუს შოხი უძღვებოდა.
საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, გიორგი პატაშური და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი, სანდრო შეყილაძე, რომელმაც ტაძარში შეკრებილთ, საქართველოს მთავრობის სახელით, შობის დღესასწაული მიულოცა.
ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსმა, მარკუს შოხმა, მადლობა გადაუხადა სააგენტოს თანამშრომლებს ყურადღებისთვის.