დღეს, აღდგომიდან მეორმოცე დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას აღნიშნავს. ქრისტიანული სწავლებით, მაცხოვარი აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა თავის მოწაფეებს და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა, 40 დღის შემდეგ კი უკანასკნელად გამოეცხადა მათ, მოუწოდა, ექადაგათ სახარება მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით და მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მაცხოვრის ამაღლებას ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
