მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
06.05.2018
1 / 1


საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია  დღეს დიდი ქრისტიანული წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის აღსრულების დღეს აღნიშნავს. ქართველთათვის გამორჩეული წმინდანი - დიდმოწამე გიორგი  საქართველოს მფარველად ითვლება. საქართველოს წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებდნენ.  მრავალი ლეგენდაა იმის შესახებ, თუ როგორ შეეწეოდა წმინდა გიორგი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ომში, მათ შორის დიდგორის ბრძოლაშიც.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მართლმადიდებელს გიორგობის დღესასწაულს, მისი მადლი და ძალა შეგწეოდეთ თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს.






View Larger Map