მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთასა და ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს
14.01.2023
1 / 1


14 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთას დღესასწაულობს. სახარების მიხედვით, უფლის წინადაცვეთა დაბადებიდან მერვე დღეს მოხდა. ამ წესის აღსრულების დროს დაერქვა ქრისტეს სახელი იესო, რაც მაცხოვარს ნიშნავს და მიანიშნებს, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა. წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა. ახალ აღთქმაში იგი ნათლობის საიდუმლომ შეცვალა.

დღესვე, ეკლესია წმიდა ბასილი დიდს იხსენიებს. ბასილი კესარიელი თეოლოგი, მქადაგებელი, მწერალი. ქრიატიანული ეკლესიის დიდი მამათაგანია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოღვაწედ ითვლება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულებს გილოცავთ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს, მშვიდობას, ერთობას, წარმატებებს გისურვებთ.






View Larger Map