14 იანვარს ქართული ეკლესია მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროსთან ერთად იესო ქრისტეს წინადაცვეთის დღესასწაულსა და წმიდა ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, უფლის წინადაცვეთა დაბადებიდან მერვე დღეს მოხდა. ამ წესის აღსრულების დროს დაერქვა ქრისტეს სახელი იესო, რაც მაცხოვარს ნიშნავს და მიანიშნებს, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა. წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა. ახალ აღთქმაში იგი ნათლობის საიდუმლომ შეცვალა.
ბასილი დიდის ხსენების დღე
ბასილი კესარიელი თეოლოგი, მქადაგებელი, მწერალი. ქრიატიანული ეკლესიის დიდი მამათაგანია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოღვაწედ ითვლება ძველ ქართულ მწერლობაში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულებს გილოცავთ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს, მშვიდობას, ერთობას, წარმატებებს გისურვებთ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
