დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები ქრისტიანულ ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, მირქმას - მაცხოვრის მიგეგებას აღნიშნავენ. ამ დღეს იერუსალიმის ტაძარში მიყვანილ ყრმა იესოს სვიმეონ მართალი მიეგება და ყრმა „მიირქვა მან მკლავთა თვისსა“ (ხელში აიყვანა).
გადმოცემის თანახმად სვიმონ მირქმელი იყო ერთ-ერთი იმ სამოცდათორმეტთაგანი, რომელთაც ძველი აღთქმის წიგნები თარგმნეს ებრაულიდან ბერძნულ ენაზე. სვიმონ მართალს ჰქონა გამოცხადება, რომლის მიხედვითაც იგი არ მოკვდებოდა იქამდე, ვიდრე თავის თვალით არ იხილავდა ქალწულისაგან შობილ მესიას. მირქმა ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია და იგი საზეიმოდ აღინიშნება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს მირქმის დღესასწაულს, წინსვლასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
