მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის შობას ზეიმობს
21.09.2017
1 / 1


21 სექტემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის შობას დღესასწაულობს.

             საღვთო გადმოცემის თანახმად, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა - მას უნდა ექადაგა ქრისტეს რჯული საქართველოში, მაგრამ უფალმა აუწყა, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება და აღუქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ღვთისმშობლის ნაცვლად კი ქრისტეს რჯული საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა.

            ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხსენება მე–4 საუკუნეში დადგინდა. ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ.

            რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს.






View Larger Map