მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მართლმადიდებელი სამყარო ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობს
19.01.2018
1 / 1


19 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც მთელი მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს ნათლისღებას აღნიშნავს. ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია, თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი.
ნათლისღების დღესასწაული, სახარების მიხედვით უკავშირდება იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვარ იესო ქრისტეს ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან დაედო საფუძველი ნათლობის წესსა და ეკლესიის პირველ საიდუმლოს. 
ნათლისღება -  ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმინდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.
ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება, რადგან სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება - ძე ნათელს იღებდა, სულიწმინდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს კეთილდღეობას, მშვიდობასა და სიხარულს უსურვებს მათ.

 






View Larger Map