დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და მრევლი ნინოობას აღნიშნავს. ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება სწორედ წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მიიჩნევს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს და მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
