როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მიმდინარე წლის 5 - დან 19 ნოემბრამდე საქართველოში ჩატარდება მოსახლეობის საყოველთაო აღწერა.
მოსახლეობის აღწერის პერსონალური კითხვარი ითვალისწინებს აღმსარებლობითი კუთვნილების ნებაყოფლობით მითითებას. რელიგიის თავისუფლება იცავს ადამიანის უფლებას არ გაამჟღავნოს საკუთარი რელიგიური მრწამსი.
კითხვარი ჩამოთვლის მხოლოდ ხუთ რელიგიურ მიმდინარეობას: „მართლმადიდებლური“, „კათოლიკური“, „იუდეური“, „სომხური სამოციქულო“ და „მუსლიმური“, ხოლო სხვა რელიგიური მრწამსის მქონე მოქალაქეებს საკუთარი რელიგიური მიმდინარეობა შეუძლიათ დააფიქსირონ გრაფაში „სხვა“.
ჩვენ მივმართავთ რელიგიურ გაერთიანებებს, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე რელიგიის მიმდევარი გადაწყვეტს კითხვარის გრაფაში „სხვა“ დააფიქსიროს საკუთარი აღმსარებლობითი კუთვნილება, რელიგიურმა ლიდერებმა უზრუნველყონ მრევლის ინფორმირება იმის შესახებ, რომ კითხვარში ზუსტად მიეთითოს რელიგიური მიმდინარეობის დასახელება, რათა დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს ყველა რელიგიის მიმდევართა რაოდენობის მაქსიმალურად ზუსტი აღრიცხვა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 