ქრისტიან მოლოკანთა თემი დღეს ამაღლებას ზეიმობს. დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს მოწაფეებთან უფლის გამოცხადებასა და შემდგომ მის ზეცად ამაღლებას უკავშირდება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ქრისტიან მოლოკანთა თემს ამაღლებას ულოცავს.