დღეს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს, ბზობას ზეიმობს. ბზობა მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს და მრევლი მას აღდგომის წინა კვირას დღესასწაულობს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ქრისტიან-მოლოკანთა თემს ბზობის დღესასწაულს და მშვიდობას უსურვებს მათ.