დღეს ქრისტიან მოლოკანთა თემი თორმეტ უდიდეს დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, მაცხოვრის ფერისცვალებას ზეიმობს. ახალი აღთქმის მიხედვით, იესო ქრისტემ თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უფლის ფერისცვალების დღესასწაულს ულოცავს საქართველოს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემს და კეთილდღეობას უსურვებს მათ