მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მოქმედი საკულტო ნაგებობების რუკის პრეზენტაცია
20.11.2018
1 / 25


20 ნოემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობების რუკის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ წარმოადგინა საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობების რუკა, რომელზეც დატანილია მოქმედი საკულტო ნაგებობების რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებლები როგორც რეგიონების, ისე მუნიციპალიტეტების დონეზე; ასევე - საქართველოში არსებული უმრავლესი რელიგიური კონფესიების მონაცემები.

ახალი რუკა საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, ყველა დაინტერესებულ უწყებასა თუ რელიგიურ ორგანიზაციას, საქართველოს მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობის გათვალისწინებით დაგეგმოს და განახორციელოს საკუთარი საქმიანობა.

პრეზენტაციაზე სიტყვებით გამოვიდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი. მათ მაღალი შეფასება მისცეს რელიგიის სააგენტოს ახალ პროდუქტს და აღნიშნეს, რომ ის კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, როგორც შემწყნარებლობის დიდი ტრადიციის მქონე ქვეყნის თანამედროვე პოლიტიკას რელიგიებთან მიმართებით. რუკა სერიოზული და ხანგრძლივი მუშაობის შედეგია, ის მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს როგორც ქვეყნის მოქალაქეებს, ისე - ტურისტებს, პილიგრიმებს.






View Larger Map