მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მორიგი საქველმოქმედო აქცია მარტვილში
13.04.2021
1 / 6


დღეს მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და  სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები  ესტუმრნენ  და სასწავლებლის  მოსწავლეებს ჰუმანიტარული დახმარება, 170 ფუთა ტანსაცმელი  და სასწავლო  ნივთების 150 ყუთი გადასცეს. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი, კავშირის  პრეზიდენტი, გიორგი კანდელაკი და ხუცესი ლევან ახალმოსულიშვილი

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, მადლობა გადაუხადა სტუმრებს, რომლებმაც თავის მხრივ განაცხადეს, რომ პანსიონს კვლავაც დაეხმარებიან.

ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონში 176 ბავშვი სწავლობს, რომელთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველია. პანსიონი ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) პატრონაჟით ფუნქციონირებს. საქველმოქმედო აქციას სააგენტო მეხუთედ ანხორციელებს






View Larger Map