მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მოხეს კომისიის სხდომა
04.11.2016
1 / 6


3 ნოემბერს, ახალციხეში „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ (მოხეს კომისია) მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა იმსჯელეს სოფელ მოხეში მუსლიმი თემის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე და მუსლიმ თემს პრობლემის მოგვარების ორი ვარიანტი შესთავაზეს:

1. გამოისყიდოს მოხეს მუსლიმი მრევლისთვის აქამდე არსებული სამლოცველო შენობა და გადასცეს მუსლიმთა სამმართველოს;

2. შესთავაზოს სოფელ მოხეში ალტერნატიული მიწის ნაკვეთი მეჩეთის მშენებლობისთვის.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვოს: წარმოადგინოს კომისიის მომავალ სხდომაზე წინადადებები ე.წ. სადავო შენობის დაცვის, მოვლა-პატრონობისა და სავარაუდო სტატუსის შესახებ.

გადაწყვეტილება კომისიის წევრებმა კონსესუსის შედეგად მიიღეს.






View Larger Map