12-13 მარტს მსოფლიოს ებრაელთა თემი ფურიმს დღესასწაულობს, როცა სპარსეთის იმპერიაში მცხოვრებმა ებრაელებმა სასტიკ ბრძოლებში სპარსელებზე გამარჯვება მოიპოვეს და განადგურებას გადაურჩნენ. ძველიწელთაღრიცხვით V საუკუნეში, სპარსელთა მეფე არტაქსერქსეს კარისკაცი ამანამალეკელი გააღიზიანა ებრაელი მორდეხაის საქციელმა, რომელმაც მისწინაშე ქედისმოხრაზე უარი განაცხადა და მეფე დაარწმუნა, ებრაელთა სრულად განადგურების ბრძანება გაეცა. ებრაელები მორდეხაისა და დედოფალ ესთერის სიბრძნემ და თავგანწირვამ იხსნა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მსოფლიოს იუდეველთა თემს, განსაკუთრებით ქართველ ებრაელებს ფურიმის დღესასწაულს და წინსვლას, გამარჯვებებს, კეთილდღეობასა და მშვიდობას უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
