10-12 აპრილს მუსლიმური სამყარო ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს, რამადან-ბაირამს (იდ ალ-ფიტრი) აღნიშნავს. რამადან-ბაირამი მარხვის დასრულების, ხსნილის დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება წმინდა რამადანის თვის დამთავრების შემდეგ.
რამადან-ბაირამის დროს მუსლიმები ასრულებენ სადღესასწაულო ლოცვას, გასცემენ მოწყალებას, შლიან საზეიმო სუფრებს, სტუმრად მიდიან მეგობრებთან და ნათესავებთან. ამდენად, რამადანაირამი შერიგების, ერთიანობის, გაძლიერების და ძმობის დღესასწაულია.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მუსლიმს დღესასწაულს, წარმატებებს, სიკეთეს და მშვიდობას უსურვებს მათ.